ახალი ამბები

ცესკო პრემიერისა და განათლების მინისტრის განცხადებებს ეხმაურება

5 სექტემბერი, 2013 • 1565
ცესკო პრემიერისა და განათლების მინისტრის განცხადებებს ეხმაურება

ცესკოში აცხადებენ, რომ პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინდელ პრესკონფერენციაზე ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნა არ უწყობს ხელს საარჩევნო პროცესების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას და არჩევნების ნორმალურ წარმართვას:

 

“ამავე დროს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საარჩევნო სიები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მყარ საფუძველს ქმნის თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის”, – აცხადებენ ცესკოში.

 

მათივე განცხადებით, 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სიების გადამოწმების მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია თავისი ძალებით განახორციელებს კარდაკარს, ხოლო პარტიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეუძლოთ გამოითხოვონ სია და თავადაც გადაამოწმონ იგი. ცესკო მოუწოდებს პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ ამომრჩეველთა სიებში არსებითი ხასიათის ნაკლოვანებებზე საუბრისგან.

 

ცესკო ასევე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 3 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებას, რომელიც შეეხებოდა სისტემის თანამშრომლებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თავიდან აცილების მიზნით კონკრეტულ შეზღუდვებს. ცესკოში განმარტავენ, რომ ეს განცხადება პედაგოგთა ნაწილმა არასწორად გაიგო და საუბნო კომიისიის წევრობიდან მოხსნეს კანდიდატურები, რამაც, ცესკოს განცხადებით, შეიძლება პრობლემა შექმნას საარჩევნო ადმინისტრაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი