ავსტრიული მედია: საქართველოს ორი მოქალაქე პარფიუმერიის ქურდობის ბრალდებით დააკავეს

მაღაზიების ძარცვის ბრალდებით ავსტრიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ბრალდებულს ბრალი ძვირადღირებული პარფიუმერიის მოპარვაში ედება, რომელთა ღირებულება მთლიანობაში არანაკლებ 6 000 ევროს შეადგენს.

საქართველოს მოქალაქეები ბრალს არ აღიარებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში ამ საკითხზე შეტყობინება არ შესულა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.