ახალი ამბები

სააკაშვილი: “ზოოპარკის დირექტორმა” გალიიდან გამოუშვა”ჩაცუცქული” ელემენტები

28 აგვისტო, 2013 • • 1690
სააკაშვილი: “ზოოპარკის დირექტორმა” გალიიდან გამოუშვა”ჩაცუცქული” ელემენტები

სააკაშვილის განცხადებით, ასეთი აქტივობები საქართველოს ეკონომიკაზე და ტურიზმის პოტენცილზე უარყოფითად აისახება. პრეზიდენტმა კომენტარი ხელვაჩაურში, ერთ–ერთ საწარმოში ვიზიტისას გააკეთა. 

 

“ესეთი კეთილგანწყობა, რაც მე მხვდება ბათუმში ბოლო დღეებში, მე ოთხი წლის განმავლობაში არ მახსოვს. ეს ნახა ერთმა კაცმა, “ზოოპარკის დირექტორმა” ტელევიზორში. ეტყობა, არ მოეწონა და გამოუშვა ერთ–ერთი გალიიდან თავისი “ჩაცუცქული” ელემენტები,  რომლებიც ჩამოვიდნენ, მთელი ბრიგადა. გადაუხადეს სასტუმროს ფული, სამივლინებო ხარჯები, სასამართლოს 100 ლარი პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის”– განაცხადა სააკაშვილმა.

 

“მე მინდა ვუთხრა “ზოოპარკის დირექტორს”, რომელსაც შეიძლება ნერვები ეშლება, რომ ხალხი ქუჩაში მხვდება, მეფერება, ტაშს მიკრავს. მინდა ვუთხრა, რომ ყველაფერს აქვს თავსი ფასი. თუ შენ “ჩაცუცქულ” ელემენტებს ეყრდნობი, თუ შენ აპირებ ერთგან ერთი კონფლიქტის გაღვივებას სრულიად გაუმართლებელი ქმედებით, რომელიც მოხდა ადიგენში. მე ვფიქრობ, რომ რამდენი წელი, რაც არ გვინახავს, დავინახავთ უფრო მეტს. მეორეგან, იქ დეპუტატების ცემით,  მესამეგან, ამათი გამოშვებებით და მეოთხე კიდევ რაღაცა. ეს ყველაფერი იკვრება ერთ სურათში. ექმნება საზოგადოებას პრობლემები. ის თავის თავს უშველის და წავა. ჩვენ, საზოგადოებამ რა ვქნათ, როგორ უნდა დავალაგოთ ეს ყველაფერი, როგორ უნდა დავაბრუნოთ ტურისტები, რომლებსაც ის გააქცევს. როგორ უნდა დავაბრუნოთ ინვესტორები, რომელსაც ის გააქცევს. როგორ უნდა დავაბრუნოთ შემოსავლები ქვყნის, რომელსაც ის დააკლებს. ეს საკითხი უნდა დაისვას. ბევრი პრობლემა ექმნება ქვეყანას ასეთი აქტიურობებით. ბევრი ქაოსის დანერგვით და ბევრი არეულობის შექმნის მცდელობით. ამას ყველაფერს აქვს კონკრეტული ფასი. გაჩერებული წარმოებები, დაკლებული შემოსავლები, უსაფრთხოების განცდის მოშლა საქართველოში”– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

 

პრეზიდენტის განცხადებით, საშიშია, როცა ხალხი ხელში აიღებს ძალაუფლებას და სამართალს დაიცავ: “გუშინ  რაც მოხდა იქ, ჩემი თვალით ვნახე, ხალხმა გააძევა ისინი. შეგიძლიათ გაიკითხოთ, ბათუმი პატარა ქალაქია. ნახევარი თბილისელები ისხდნენ იქ. მოდით, ხალხს ნუ ააღებინებთ ხელში სამართალს. ერთი პოლიციელი არ იყო გარშემო სპეციალურად. პრეზიდენტს თავი დავანებოთ, ხალხი იყო ბევრი, ერთი პოლიციელი არ იყო ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე ბათუმში. ეს რაზე მეტყველებს, რომ ეს არის სახლემწიფო ორგანოების მიერ გაკეთებული აქცია.  აიძულეს ხალხი, რომელიც ჩემს გარშემო  ბევრი იყო, თავის ხელში აეღოთ სამართალი. როცა სახელმწიფო თავის ფუნქციას არ ასრულებს, საქართველოშიც და სხვა ქვეყნებში აქვს თავისი ფასი. ამიტომ “ზოოპარკის დირექტორს” ვაფრთხილებ, ასეთი რამეები არ შეიძლება.”     

 

     

მასალების გადაბეჭდვის წესი