უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილზე 5 დეკემბერს ძებნა გამოაცხადა უკრაინის სსკ 256-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულებრივი ჯგუფის მხარდაჭერა და დახმარება, რომელიც ჩადენილია არაერთგზის), მე-15 მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ჩადენის მცდელობა) და 28-ე მუხლის მეორე ნაწილით (სისხლის სამართლის დანაშაული, რომლის ჩადენაც პირთა ჯგუფის მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი).
კიევის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ექსპრეზიდენტს, ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სააკაშვილს საღამოს 10 საათიდან დილის 7 საათამდე ეკრძალება სახლიდან გასვლა. ასევე, მას არა აქვს პროკურორის ნებართვის გარეშე კიევიდან გასვლის უფლება.