ახალი ამბები

შსს: ენმ-ის წევრზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

18 იანვარი, 2018 • 1238
შსს: ენმ-ის წევრზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრის, ალექსანდრე კვახაძის შეტყობინების საფუძველზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. კვახაძე აცხადებს, რომ მას დღეს ფულის გამოძალვის მიზნით თავს დაესხნენ. ამ დროისთვის ინციდენტში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულნი არიან.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ალექსანდრე კვახაძის თქმით, მას თავს დღეს, 18 იანვარს, ფულს გამოძალვის მიზნით თავს დაესხნენ. “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართულ ბრიფინგზე კვახაძემ განაცხადა, რომ თავდამსხმელები მისგან ონლაინ სესხის მეშვეობით ფულის გამოტანასა და მათთვის მიცემას ითხოვნენ, ხოლო უარის შემდეგ კვახაძეს ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხმყოფა მიაყენეს.

https://www.facebook.com/nacionalurimodzraoba/videos/1828659363842026/

მასალების გადაბეჭდვის წესი