ორთაჭალაში სროლის შედეგად ერთი პირი დაიჭრა

ორთაჭალაში, ბერძნის ქუჩაზე ,სროლის შედეგად ერთი პირი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც უწყება აცხადებს, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა , რის შემდეგაც დაჭრილი პირი სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამჟამად ტერიტორიაზე საგამოძიებო სამუშაოები ტარდება, გამოძიება 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის  მცდელობას გულისხმობს.

მომხდარის სხვა დეტალებზე საუბრისგან შინაგან საქმეთა სამინისტროში თავს იკავებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან