ახალი ამბები

მოსახერხებელი შეფუთვა – მოსახერხებელი ფასი!

8 აგვისტო, 2013 • 2690
მოსახერხებელი შეფუთვა – მოსახერხებელი ფასი!

აქტიურობა, ინოვატორობა, პროდუქციის ხარისხი, მრავალფეროვნება და ხელმისაწვდომობა – ყველა ეს თვისება “ნატახტარ”  ლიდერის პოზიციას უკვე წლებია, უმყარებს.  

 

ამჯერადაც კომპანიის აქტიურობა მორიგ შესანიშნავ სიახლეში გამოიხატა – “ნატახტარი”  მომხმარებელს 0,33 ლიტრიან თუნუქის შეფუთვაში ჩამოსხმულ ლუდსა და ყველასთვის საყვარელ ლიმონათს სთავაზობს. შედეგად, მივიღეთ კვლავაც უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, რომელიც უფრო მრავალფეროვანი და რაც მთავარია – ყველასთვის ხელმისაწვდომი გახლავთ.

 

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ახალი შეფუთვის გამოშვება მომხმარებლის გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა.

ეს შეფუთვა მომხმარებლისთვის უფრო მოსახერხებელი და ფასითაც მიმზიდველია, რაც ხელს შეუწყობს, ზოგადად, ლიმონათისა და ლუდის მოხმარების ზრდას.

 

ყველაზე მეტად საინტერესო ალბათ, მაინც ის არის, რომ ლუდი “ნატახტარის”  0,33 ლიტრიანი შეფუთვის ფასი მხოლოდ 1 ლარი იქნება, ხოლო 0,33 ლიტრიანი ლიმონათი 50 თეთრი ეღირება.

 

უნდა ითქვას, რომ ლუდის ასეთი მოცულობის შეფუთვა ძალიან პოპულარულია ფაქტობრივად, მთელ მსოფლიოში, საქართველოში კი მომხმარებელს იგი პირველმა კომპანია “ნატახტარმა“  შესთავაზა.

 

თორნიკე ნიკოლაიშვილი
თორნიკე ნიკოლაიშვილი

რატომ გადაწყდა ამ სიახლის დანერგვა, რა დადებითი შედეგები შეიძლება მოუტანოს მან როგორც თავად კომპანიას, ისე ქვეყნის ეკონომიკას და რაღა თქმა უნდა, მომხმარებელს, ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხებს „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორი თორნიკე ნიკოლაიშვილი სცემს:

  • ჩვენი მომხმარებლისთვის ორი შესანიშნავი სიახლე გვაქვს და ამ ორივე სიახლეს ერთი საერთო ნიშანი აქვს: 0,33 ლიტრიანი თუნუქის ქილა. პირველი სიახლე გახლავთ ლუდი „ნატახტარი“  მცირე მოცულობის თუნუქის ქილაში, ხოლო მეორე – ყველასთვის საყვარელი ლიმონათის ახალი არომატები: საფერავი და ტარხუნა ასევე 0,33 ლიტრიან თუნუქის ქილებში.

  • გამაგრილებელი გაზიანი სასმელი პრინციპში, მეტ-ნაკლებად ცნობილია, თუმცა ლუდი 0,33 ლიტრიანი თუნუქის ქილაში აშკარად სიახლეა _ საიდან და რატომ გაჩნდა ეს იდეა?

  • მოდით, იმით დავიწყოთ, რომ მსოფლიოში ლუდის ასეთი შეფუთვა საკმაოდ გავრცელებულია და ძალიან კარგ პორციადაც ითვლება. აი, საქართველოში სამწუხაროდ, ჯერჯერობით არც ისე პოპულარულია. აქედან გამომდინარე, „ნატახტარის“  მიზანია, ამ ტიპის შეფუთვის მოხმარების კულტურა ჩვენს ქვეყანაშიც დაინერგოს. ასევე, რაც უფრო მეტად მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ისე ქვეყნისთვის, ახალი შეფუთვა საექსპორტო პოტენციალსაც გაზრდის…

ზოგადად, კომპანია „ნატახტარი“  ადგილობრივ ბაზარზე ლუდის სფეროში არის ლიდერი. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც ლიდერს, აქვს გარკვეული პასუხისმგებლობა და მოვალეობაც კი, იყოს ინოვატორი, დანერგოს ახალი ბრენდები, ახალი მიმართულებები, მათ შორის, შეფუთვის ახალი ტიპებიც. სწორედ ამიტომ, პირველად საქართველოში ადგილობრივ მწარმოებლებს შორის, „ნატახტარი“  ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც ბაზარს ლუდის 0,33 ლიტრიანი თუნუქის ქილა შესთავაზა.

  • ბატონო თორნიკე, ლუდის ახალი შეფუთვის რა უპირატესობები შეიძლება გამოვყოთ?

  • მაგალითად, ზაფხულის ცხელ დღეებში ბევრად უფრო სასიამოვნოა ამ შეფუთვის მოხმარება. პირველ რიგში, სიგრილის ეფექტი აქვს. კერძოდ, სანამ დალევას დაიწყებთ, პირველივე შეხებისთანავე გრილდებით ერთი მარტივი მიზეზის გამო – თუნუქის ქილას თბოცვლა ბევრად უკეთესი აქვს და გაგრილების ეფექტი არის მყისიერი. ასევე, დალევას ასწრებთ იქამდე, სანამ ლუდი ცივია, რაც დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია ლუდის მოყვარულთათვის.

  • ყველაზე საინტერესო ალბათ, მაინც, ფასია…

  • დიახ, ფასი 1 ლარი იქნება. პირველ რიგში იმიტომ, რომ წავახალისოთ მომხმარებელი, დაინერგოს ამ ტიპის შეფუთვის მოხმარების კულტურა, გაიზარდოს ის ადგილები და არეალი, სადაც ლუდის მოხმარება ხდება. რაც შეეხება მეორე მიზეზს, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, შეიქმნა საქართველოში ეს საფასო სეგმენტი და გვინდა, ამ სეგმენტშიც ვიყოთ წარმოდგენილნი.

  • და ეს იქნება ფიქსირებული ფასი?

  • ჩვენ გვაქვს საერთო საფასო პოლიტიკა მთელ საქართველოში, ანუ ერთი და იგივე ფასი არის მთელი ქვეყნის მასშტაბით. უბრალოდ, შესაძლოა, იყოს რაღაც ობიექტები, მაღაზიები, სადაც ფასები ცოტა უფრო მაღალი იქნება, მაგრამ ეს უშუალოდ ასეთი ობიექტების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ჩვენ მომხმარებლამდე ლუდს სწორედ 1 ლარად მივიტანთ.

  • ასორტიმენტის გაზრდა იგეგმება?

  • ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად მიიღებს მომხმარებელი სიახლეს. შემდეგ უკვე რა თქმა უნდა, შეიძლება სხვა ბრენდებიც გამოჩნდეს ამავე შეფუთვაში.

  • რაც შეეხება ლიმონათს?

  • 0,33 ლიტრიან თუნუქის ქილაში მსხლის ლიმონათი უკვე გვქონდა, ახლა კი ორი არომატი _ ტარხუნა და საფერავი დავამატეთ, ანუ ის არომატები, რომლებიც ყველაზე უფრო მოთხოვნადი იყო. ლიმონათის შემთხვევაში, ფასი 50 თეთრი იქნება, თუმცა ეს ატარებს აქციის ხასიათს ისევ და ისევ იმიტომ, რომ მომხმარებელი წავახალისოთ, გადავიდნენ ამ შეფუთვის მოხმარებაზე. ასეთი შეფუთვით, ასეთი ფასით, გვინდა, წავახალისოთ მომხმარებელი, დალიოს ლიმონათი გზაში, მგზავრობისას, სწრაფი კვების ობიექტებში და არა მხოლოდ რესტორნებში, სადღესასწაულო სუფრებზე და ასე შემდეგ, როგორც ეს ჩვეულებრივ, ჩვენს ქვეყანაში ხდება ხოლმე.

მასალების გადაბეჭდვის წესი