31 დეკემბერს თბილისში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების განრიგი

31 დეკემბერს  23:00 საათიდან, საახალწლო გალა კონცერტები სამ ადგილას – გლდანში („სითი მოლი გლდანის“ ავტოსადგომი), ძველ თბილისსა (ევროპის მოედანი) და ვარკეთილში (ვარკეთილი III, მედიათეკის მიმდებარე სკვერი) გაიმართება.

მანამდე კი დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა ადგილასაა დაგეგმილი საახალწლო ღონიძიებები. გთავაზობთ მათ განრიგს, რომლის შესახებაც ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს:


11:00 – 17:00 საათი – ველო სანტები (კრწანისის რაიონი)

12:00 – 00:00 საათი – საშობაო ბაზრობა, საერთო ზონა – დედა ენის ბაღი

12:00 – 23:00 საათი – საახალწლო ბაზრობა – „ახალი ტფილისი“

12:00 – 18:00 საათი – საბავშვო გასართობი პროგრამები – დედა ენის ბაღი       

 12:00 – 19:00 საათი – კინოთეატრი ღია ცის ქვეშ – დედა ენის ბაღი     

  12:00 – 19:00 საათი – მანქანების პარკი – დედა ენის ბაღი      

12:00 – 19:00 საათი – სახელოსნო/ვორქშოფები – დედა ენის ბაღი     

12:00 – 20:00 საათი – საახალწლო სპორტული აქტივობები – დედა ენის ბაღი

15:00 – 21:00 საათი – New Comers – „ახალი ტფილისი“            

  23:00 საათი – გალა კონცერტი – გლდანი, ძველი თბილისი, ვარკეთილი

 

31 დეკემბერს, თბილისის „მეტროპოლიტენი“, ავტობუსები და საბაგირო „რიყე-ნარიყალა“ მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურებიან. ახალი წლის ღამეს „მეტროპოლიტენი“ და ავტობუსები 23:00 საათიდან, პირველი იანვრის 04:00 საათამდე იმუშავებენ, ხოლო საბაგირო – 03:00 საათამდე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი