„კომფორტკლასის” ბინები ბათუმში „Geverse Development“-ისაგან საახალწლო ფასდაკლებით

2017 წელს, საქართველოს ეკონომიკის ზრდა დიდ წილად ტურიზმისა და მშენებლობის სფეროებმა განაპირობა. ქვეყანაში აქტიურად შენდება საცხოვრებელი თუ საოფისე ფართობები. მშენებლობის ტემპით მნიშვნელოვნად გამოირჩევა საქართველოს ტურისტული დედაქალაქი – ბათუმი.

აჭარაში, სამშენებლო ბაზარი გაჯერებულია ეკონომ-კლასის ტიპის მშენებლობებით, მაგრამ საინტერესო ვარიანტები მოიძებნება როგორც „ელიტ“, ასევე „კომფორტკლასის“ მომხმარებლისთვისაც.

რითი გამოირჩევა „კომფორტკლასის“ საცხოვრებელი? – ეს უძრავი ქონება განთავსებულია ქალაქის კეთილმოწყობილ რაიონში; ფასი არის ხელმისაწვდომი, მშენებლობის  ხარისხი კი მაღალი; პროექტი არის არქიტექტურული თავსაზრისთ ორიგინალური; საერთო სარგებლობაში არსებული ფართობი ყოველთვის კეთილმოწყობილია: აქვს პარკინგი, საბავშვო გასართობი ზონა, მოვლილი ეზო და ა.შ.

ამ ტიპის სახლების სადარბაზოებში დამონტაჟებულია მინიმუმ ორი ლიფტი – სატვირთო და სამგზავრო, რაც აქ მცხოვრებთათვის შეუცვლელი კომფორტია. შემოსასვლელში ფუნქციონირებს „რესეფშენი“ – ეს კი იმას ნიშნავს, რომ მობინადრე, საჭიროების შემთხვევაში, 24-საათიანი სატელეფონო კავშირის სერვისით სარგებლობს.

„კომფორტ-კლასის“ სეგმენტში ლიდერ კომპანათა შორის ერთ-ერთია „Geverse Development“. ბათუმში კომპანია წარმატებით აშენებს საცხოვრებელი კომპლექსს – „Geverse Batumi Complex“. ეს კომპლექსი გამოირჩევა იმით, რომ მსგავსი ტიპის მშენებლობისთვის აუცილებელი სტანდარტების დაცვის გარდა, მომავალი მფლობელის სურვილები თუ საჭიროებები ზუსტად არის გათვალისწინებული, – მაგალითად, პროფესიონალური პროექტირება იძლევა ფართობის მაქსიმალურად ეფექტურად ათვისების შესაძლებლობას. ეს ყოველთვის მომხიბვლელია, მომავალ მფლობელებისთვის.

Geverse Development“-ის ყველა სართულზე განლაგებულია განიავებადი ტექნიკური ზონა, კონდიციონერების, ბოილერებისა და ელექტრო გაყვანილობებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ მესაკუთრეს არ დასჭირდება ამ სერვისების შესაქმნელად საკუთარ ბინაში ფართობი გამოყოს. ამასთან, ესთეტიურად არც სადარბაზოს იერსახე არ ზარალდება.

საცხოვრებელი კომპლექსს გააჩნია ორი ბლოკი – ბლოკი „ა“ და ბლოკი „ბ“. „ა“ ბლოკის მშენებლობა დაიწყო 2017 წლის ზაფხულში და დამთავრდება 2018 წლის შემოდგომაზე. „ბ“ ბლოკის მშენებლობა დასრულდება 2020 წლის გაზაფხულზე. თუმცა, უკვე დღესვე არის შესაძლებელი გახდეთ „კომფორტ“ კლასის აპარტამენტების მფლობელი ბათუმის ელიტარულ უბანში.

„ჯევერს დეველოპმენტმა“ მოგიმზადათ წინადადება, რაც მოგცემთ შესაძლებლობას 2018 წელს აისრულოთ ოცნებები: ეს არის 10%-იანი ფასდაკლება „ჯევერსის“ უძრავ ქონებაზე, სულ რაღაც 18%-იანი პირველადი შენატანით.

„ჯევერს დეველოპმენტი“ ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ დასახული მიზნების და ოცნებების ასრულებას!

„კომფორტკლასის” ბინები ბათუმში „Geverse Development“-ისაგან საახალწლო ფასდაკლებით!

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი