ვითარება ცაბაძის ქუჩაზე, სადაც ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა [ფოტო/ვიდეო]

გიორგი ცაბაძის ქუჩაზე ამ დრომდე რჩებიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის, ასევე საპატრულო პოლიციის და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტებიც, რომლებიც ხანძრის გამომწვევ მიზეზებს იკვლევენ. კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, მერაბ მალანიას განცხადებით, დინამოს სტადიონის გვერდით, გიორგი ცაბაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ორი დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. მისი თქმით, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა.

მერაბ მალანიას განცხადებით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას – ჩადენილი ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით. კოდექსის მიხედვით, ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

თავდაპირველად საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განგვიცხადეს, რომ გიორგი ცაბაზის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული იყო 3 ადამიანი, ხოლო დაშავებული 1. შემდეგ გარიკვა, რომ დაღუპულია 2 ადამიანი, ხოლო დაშავებული 2. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, დაღუპულები და დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.

გიორგი ცაბაძის ქუჩაზე ხანძარი დაახლოებით ღამის 02:00 საათზე გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გაგზავნა. ლოკალიზება მალევე მოხერხდა, თუმცა ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე მაინც ემსხვერპლა.

დამწვარი ბინა გიორგი ცაბაძის ქუჩაზე – ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 25.12.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

დამწვარი ბინა გიორგი ცაბაძის ქუჩაზე – ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 2 დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. 25.12.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

გიორგი ცაბაძის ქუჩაზე სახანძრო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებულები. 25.12.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

გიორგი ცაბაძის ქუჩაზე სახანძრო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებულები. 25.12.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

დამწვარი ბინა გიორგი ცაბაძის ქუჩაზე – ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 25.12.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

დამწვარი ბინა გიორგი ცაბაძის ქუჩაზე – ხანძარს 2 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 25.12.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.