ახალი ამბები

ადვოკატი: პროკურატურა კასრების საქმეზე სასამართლო პროცესის 2 თვით გადადებას ითხოვს

31 ივლისი, 2013 • • 1050
ადვოკატი: პროკურატურა კასრების საქმეზე სასამართლო პროცესის 2 თვით გადადებას ითხოვს

როგორც ადვოკატმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, ამ საქმის წინასასამართლო სხდომა 13 აგვისტოსთვის არის ჩანიშნული, თუმცა, მისი ინფორმაციით, პროკურატურა აპირებს შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს სხდომის ორი თვით გადადებასთან დაკავშირებით. ადვოკატის განცხადებით, პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები არ გააჩნია და არსებითი განხილვის პროცესის გადადებას ამიტომ ითხოვს.

 

ადვოკატის ამ განცხადების კომენტირებისაგან თავს იკავებენ მთავარ პროკურატურაში. როგორც “ნეტგაზეთს” უწყების პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ განუცხადა, პროკურატურას აქვს კანონით მინიჭებული უფლება, რომ თუ საჭიროდ ჩათვლის, სხდომის გადავადების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართოს. პაიჭაძის თქმით, იგი გადაამოწმებს ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, აპირებს თუ არა პროკურატურა სასამართლო სხდომის გადადების მოთხოვნას.

 

სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი იარაღის, ნარკოტიკის და წამების ამსახველი მასალების საქმეზე დაკავებულ ცხრავე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. დაკავებულებს ბრალად ედებათ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და წამება.

 

საქმეს გრიფი “საიდუმლო” ადევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი