ახალი ამბებიეკონომიკა

2017 წლის მესამე კვარტალში მშპ 4.4%-ით გაიზარდა

19 დეკემბერი, 2017 • 3882
2017 წლის მესამე კვარტალში მშპ 4.4%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის მე-3 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 9 941,6 მლნ. ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2016 წლის მე-3 კვარტალზე 4.4%-ით მეტია. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დეფლატორი 6.6%-ით გაიზარდა.

საქსტატის მიხედვით, მშპ-ს ზრდა შემდეგ დარგებში დაფიქსირდა: სასტუმროები და რესტორნები (12,6%), სამთომოპოვებითი მრეწველობა (10,6%), მშენებლობა (9,3%), ვაჭრობა (9,3%) და საფინანსო საქმიანობა (7,2%).

სქრინი: საქსტატი

საქსტატში განმარტავენ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება კვარტალების მიხედვით ხორციელდება ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონაცემების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, აუცილებელი ხდება მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური დაზუსტება წლიური მონაცემების გათვალისწინებით. უწყების ცნობით, წლიური მონაცემები, როგორც წესი, განსხვავდება კვარტალური მონაცემებისაგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი