პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2018 წლის სხელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის ბიუჯეტს 111-მა დეპუტატმა დაუჭირა  მხარი.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ბიუჯეტის პროექტი პარლამენტის წევრებს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინა. 2018 წლის ბიუჯეტი 4.5%-იანი ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი. მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 მლრდ 441 მლნ ლარით განისაზღვრა.

2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით ყველაზე მეტი დაფინანსება – 3 მილიარდ ლარზე მეტი გამოყოფილია ჯანდაცვის სამინისტროსთვის. ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგ ყველაზე დიდ ფინანსურ რესურსს მთავრობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოუყოფს. უწყებისთვის გამოყოფილი თანხა თითქმის ორი მილიარდი ლარია. მინისტრის განცხადებით, ამ თანხიდან წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 2018 წელს 196 მლნ ლარია გამოყოფილი. სამინისტროს ბიუჯეტის დიდი ნაწილი (72%) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე დაიხარჯება.

2018 წელს მესამე პრიორიტეტულ მიმართულებას მთავრობისთვის განათლება წარმოადგენს. განათლების და მეცნიერების სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტი 1 მლრდ 815 მლნ ლარია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.