ახალი ამბები

ტილერსონი: უნდა მივაღწიოთ პროგრესს კონფლიქტების დასასრულებლად საქართველოში, მოლდოვასა და ყარაბაღში

7 დეკემბერი, 2017 • 1817
ტილერსონი: უნდა მივაღწიოთ პროგრესს კონფლიქტების დასასრულებლად საქართველოში, მოლდოვასა და ყარაბაღში

“ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროგრესს დიდი ხნის მანძილზე მიმდინარე კონფლიქტების დასასრულებლად საქართველოსა და მოლდოვაში, ისევე როგორც მთიან ყარაბაღში,” – ეს განცხადება აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ [ყარაბაღის საკითხზე] მინსკის ჯგუფის ძალისხმევას, რათა იპოვოს გადაწყვეტა. ჩვენ მივესალმებით სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების წვლილს ოქტომბრის სამიტზე, რათა უფრო ინტენსიური გახდეს მოლაპარაკებები და შემცირდეს დაძაბულობა კონფლიქტის ხაზთან. არსებითი პროგრესი შეიძლება ვიხილოთ მაშინ, როცა არსებობს პოლიტიკური ნება,” – განაცხადა ტილერსონმა.

მისივე თქმით, ის მიესალმება 5+2 საუბრებს მოლდოვასთან დაკავშირებით.

“ჩვენ უნდა დავგმოთ რუსეთის ძალისხმევა, რათა დაამყაროს კონტროლი საქართველოს რეგიონებზე – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე,” – განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი