ლარი ევროსთან 3 თეთრით გაუფასურდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. ახალი კურსით ეროვნული ვალუტა დოლართან ერთი თეთრით, ევროს მიმართ კი სამი თეთრით გაუფასურდა. ხვალ, 28 ნოემბერს ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.71 თეთრი იქნება, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება   3.24 ლარი გახდა.

ლარმა გაუფასურება 24 ოქტომბრიდან დაიწყო. საარჩევნო პერიოდში ეროვნული ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.48-დან 2.49 ლარის ფარგლებში იყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.