ახალი ამბები

ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

14 ნოემბერი, 2017 • 1594
ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს ახალსოფლის განყოფილების თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული ო.წ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს, 1985 წელს დაბადებულ ე.ნ-ს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით.”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ნოემბერში ამ ბრალდებით დაკავების ეს უკვე მეორე შემთხვევაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი