ახალი ამბებიეკონომიკა

ლარი დოლართან მიმართებით 2 თეთრით გაუფასურდა

30 ოქტომბერი, 2017 • 1945
ლარი დოლართან მიმართებით 2 თეთრით გაუფასურდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. ხვალ, 31 ოქტომბერს ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.58 ლარი იქნება. ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც და  ერთი ევროს ღირებულება 3.01 გახდა.

აქამდე მოქმედი კურსით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.56 ლარს შეადგენდა. ერთი ევროს ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.97 იყო.

ლარმა გაუფასურება 24 ოქტომბრიდან დაიწყო.  საარჩევნო პერიოდში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.48-დან 2.49 ლარის ფარგლებში იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი