ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. 28 ოქტომბერს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.56 იქნება. დოლარისგან განსხვავებით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გამყარდა და 2.97 შეადგინა.
დღეს მოქმედი კურსით ერთი აშშ დოლარი 2.54 ლარი იყო. ერთი ევროს შეძენა კი 3.01 ლარად იყო შესაძლებელი.
ლარმა გაუფასურება 24 ოქტომბრიდან დაიწყო და დოლარის მიმართ 3 თეთრით გაუფასურდა. საარჩევნო პერიოდში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.48-დან 2.49 ლარის ფარგლებში იყო.