ახალი ამბები

ადვოკატი: მერაბიშვილმა შიმშილობა გამოაცხადა ტელევიზორის მოთხოვნით

17 ივნისი, 2013 • 1020
ადვოკატი: მერაბიშვილმა შიმშილობა გამოაცხადა ტელევიზორის მოთხოვნით

ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი

“მისი მოთხოვნაა ჰქონდეს ტელევიზორი, რასაც პატიმრობის შესახებ კანონი პირდაპირ ითვალისწინებს. ასევე, მოვითხოვეთ, რომ ციხის ადმინისტრაციას მიეცა მინდობილობა, რომელიც მიცემდა შესაძლებლობას მისი ოჯახის წევრებს, განეკარგათ მისი საბანკო ანგარიშები, რომელზეც აქვს დეკლარირებული თანხა რაღაც გარკვეული, რაზეც ამ პერიოდში ჩვენ ვერც უარი მივიღეთ და ვერც დადებითი პასუხი და, შესაბამისად, ბატონმა მერაბიშვილმა მიმართა ყველაზე, შეიძლება ითქვას, მკაცრ ზომას და დაიწყო მან დღეიდან შიმშილობა ტელევიზორის მოთხოვნით”, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.

 

ჩივიაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ გარდა ტელევიზორისა, მერაბიშვილი ციხეში კომპიუტერით სარგებლობის უფლებასაც ითხოვს. იურისტის მტკიცებით, კანონი მას ამის შესაძლებლობას ანიჭებს.

“ციხის ადმინისტრაცია  ვალდებული იყო, რომ შეესრულებინა ეს მოთხოვნა, რაც დღემდე არ არის გაკეთებული. უარის პასუხიც კი არ მიგვიღია”.


როგორც ცნობილია, განცხადება იმის შესახებ, რომ მერაბიშვილის საკანში ტელევიზორს ითხოვდა პირველად საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროპის პარლამენტის წევრმა კშიშტოფ ლისეკმა გააკეთა. მის განცხადებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 4 ივნისს გამოეუხმაურა და აღნიშნა, რომ თუ თუ ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების იზოლატორში მოიქცევა ისე, როგორც ამას ითვალისწინებს პატიმრობის შესახებ კოდექსი, მაშინ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი წახალისების მიზნით მას არა მხოლოდ ტელევიზორს, არამედ რადიომიმღებსაც გადასცემს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი