ახალი ამბები

ილია მეორეს ხმა მარკირების გარეშე მიაცემინეს

21 ოქტომბერი, 2017 • 2062
ილია მეორეს ხმა მარკირების გარეშე მიაცემინეს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. მან ხმა თბილისის 67–ე საჯარო სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანზე მისცა.

ილია მეორემ კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა მარკირების გარეშე მიიღო მაშინ, როცა საქართველოს კანონმდებლობით ეს სავალდებულო პროცედურაა.

ხმის მიცემის შემდეგ მან განაცხადა, რომ ისეთი ადამიანები უნდა აირჩიონ, რომლებიც საქართველოს გამოადგებიან.

“ღმერთმა ინებოს, რომ ისეთი კანდიდატები, ისეთი ადამიანები აირჩიეთ, რომლებიც გამოადგებიან საქართველოს. დალოცვილი იყონ ახალი დეპუტატები და მთელი საქართველო”,- განაცხადა ილია მეორემ.

მასთან ერთად საარჩევნო უბანზე ქორეპისკოპოსი იაკობი და მიტროპილიტი დანიელი იმყოფებოდნენ.

ილია მეორე საარჩევნო უბანზე ქორეპისკოპოს იაკობთან და მიტროპოლიტ დანიელთან ერთად იმყოფებოდა

ილია მეორე საარჩევნო უბანზე ქორეპისკოპოს იაკობთან და მიტროპოლიტ დანიელთან ერთად იმყოფებოდა

მასალების გადაბეჭდვის წესი