კომენტარი

ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი და მთელი მსოფლიო – ილია II-ს საშობაო ეპისტოლე

7 იანვარი, 2024 • 3215
ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი და მთელი მსოფლიო – ილია II-ს საშობაო ეპისტოლე

საქართველოს საპატრიარქო 2024 წლის საშობაო ეპისტოლეს ავრცელებს. ტექსტში, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია II უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომებს ეხმაურება. მისი თქმით, ყველამ, თავისი შესაძლებლობისამებრ, უნდა იზრუნოს მშვიდობის უზრუნველყოფაზე.

“სამყარო ყოველთვის წინააღმდეგობრივი იყო, მაგრამ დღევანდელ კონფლიქტებსა და ომებს თან სდევს რეალური საშიშროება იმისა, რომ ნებისმიერი მათგანი მსოფლიო კატასტროფად იქცეს და მთელი კაცობრიობა გაანადგუროს. ამიტომაც ყველას, ჩვენი შესაძლებლობებისამებრ, გვმართებს ზრუნვა მშვიდობისთვის. ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი და მთელი მსოფლიო”, – ვკითხულობთ ეპისტოლეში.

7 იანვარს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობის დღესასწაულს ზეიმობს. ტრადიციულად, სამების საკათედრო ტაძარში 00:00 საათიდან დაიწყება ქრისტესშობის სადღესასწაულო მსახურება, რომელსაც აღასრულებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი