რომან გოცირიძე, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი

ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტს უცხადებს კონსტიტუციის კენჭისყრის პროცესს

ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტს უცხადებს კონსტიტუციაზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების კენჭისყრის პროცესს.

ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

ქართული ოცნების გაცხადებული პოზიციაა, რომ დღეს, 13 ოქტომბერს, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევენ, რადგანაც პრეზიდენტმა “ქართულ ოცნებასთან” შეთანხმებულ საკითხებს ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ სხვა საკითხებიც დაამატა.

რომან გოცირიძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა საერთოდ არ მიიღებს მონაწილეობას კენჭისყრაში.

“მიიღეთ ეს კონსტიტუცია, თქვენ ამას დაამტკიცებთ, ხელს აწევთ. ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ ასეთი ძალადობრივი გზით კონსტიტუციის მიღებას და ჩვენ არ მოვიღებთ კენჭისყრაში მონაწილეობას. დაგტოვებთ იმ ერთთან ერთად, რომლის ხუთის ჯამი ყველა შემთხვევაში იქნება ერთი,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვეტოს დაძლევას მხარს არ უჭერს “ევროპილი საქართველოც”. სერგო რატიანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ეს კონსტიტუცია არის ერთი ადამიანის ინტერესზე მორგებული და კრიზისის გამომწვევი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი