შსს-ს ცნობით, შიდა ქართლში გამართული აქციის ორი მონაწილე დააკავეს

დღეს, 3 ოქტომბერს, შიდა ქართლში, სოფელ ქვახვრელთან გამართული აქციაზე, სადაც მოსახლეობამ გზა გადაკეტა, ორი მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავეს – ამის შესახებ ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს.

ერთი მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული (წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის კანონიერი მოთხივნისადმი დაუმორჩილებლობა), ხოლო მეორე – 173-ე მუხლით (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა).

აქციის მონაწილეების თქმით, სოფელს არც წყალი აქვს და არც ბუნებრივი აირი:

“წყალს შეგვპირდნენ, უნდა გაეკეთებინათ, გადათხარეს მთელი სოფელი, ჩაყარეს მილები, მაგრამ ისე არის მილები ჩაყრილი, რომ საერთოდ გადაბმულიც არ არის. აქედან გამომდინარე, დავრჩით ატალახებული ქუჩებით წყლის გარეშე. ზამთარი მოდის, გაზი არ გვაქვს,”- განაცხადა აქციის მონაწილე ნათია პოღოსაშვილმა “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

დაპირისპირება შიდა ქართლში. ფოტო: რუსთავი 2-ის კადრებიდან

დაპირისპირება შიდა ქართლში. ფოტო: რუსთავი 2-ის კადრებიდან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი