ახალი ამბები

აღდგენილი გარევაჭრობა და ალეკო ელისაშვილის სხვა ეკონომიკური ხედვები

20 სექტემბერი, 2017 • 2952
აღდგენილი გარევაჭრობა და ალეკო ელისაშვილის სხვა ეკონომიკური ხედვები

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი აცხადებს, რომ მერობის შემთხვევაში თბილისში გარევაჭრობის წარმოებას მხარს დაუჭერს, თუმცა, რეგულაციების პირობებში. ამის შესახებ ელისაშვილმა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.

ელისაშვილს დისკუსიაზე ჰკითხეს, რა ინიციატივები ექნება მერობის შემთხვევაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

“გარევაჭრობა მცირე ბიზნესია. ნებისმიერ ქალაქში არის გარევაჭრობა. მე, მაგალითად, ჰოთ დოგი თეთრი სახლის პირდაპირ მიჭამია, ან ამსტერდამის ყველაზე ტურისტულ ადგილას მიყიდია ხილი.  ტანსაცმელსაც ყიდდნენ, ქოლგებსაც, ყვავილებსაც. ჩვენთან გარევაჭრობა ოფიციალურად არის აკრძალული, რადგან არანაირი რეგულირება არ არსებობს. საკრებულშოიც დავსვით ეს საკითხი, არაფერი აწესრიგებს გარევაჭრობას”, – აცხადებს ელისაშვილი და ამბობს, რომ ის წესების მომხრეა, მათ შორის- გარევაჭრობის საკითხშიც.

“ოღონდ ეს წესები არა ხუთაზროვანი, არამედ ძალიან მკაფიო უნდა იყოს. გარევაჭრობასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, უნდა გაკეთდეს ნომენკლატურა, რისი გაყიდვა შეიძლება ქუჩაში და რისი არა. მე ამოვბეჭდე და [საკრებულოში] მივიტანე რამდენიმე ქლაქის მაგალითი, სადაც წერია, რომ იარაღის გაყიდვა არ შეიძლება ქუჩაში, მალფუჭებადი პროდუქტი არ შეიძლება, მაგრამ შეიძლება ხილით ვაჭრობა, ქოლგებით და ა.შ. არსებობს აკრძალული და დასაშვები პროდუქცია. შემდეგ კეთდება ჩამონათვალი: სად შეიძლება ვაჭრობა, როდის შეიძლება და რა სავაჭრო ფორმები შეიძლება ჰქონდეს იმ ობიექტებს? ამ ხალხის ბრალი ხომ არ არის ის, რომ ბოლოს ისეთი ამბავი ხდებოდა მარჯანიშვილზე ან დიდუბეში, თუ სამგორის მეტროსთან. ეს ხალხი როგორც ახერხებს, ისე ღობავს იმ ყველაფერს, ლურჯი პარკებით. ვინმემ უთხრა, ეგრე არა, მაგრამ ასე შეიძლებაო? ფერემრების ხელშეწყობისთვის ევროპაში ცენტრალური მოედნები იკეტება და ლამაზად ხდება ეს ყველაფერი. შეიძლება ამის გაკეთება”, – აცხადებს ელისაშვილი.

მისივე თქმით, ასევე გამოსაყენებელია თბილისის ისტორიული ნაწილების ტურისტული პოტენციალი.

“რა მოცმეულობა გვაქვს? ხალხს თავზე ენრეგვა სახლები. მთავრობას ფული არ აქვს, რომ ეს გააკეთოს და გაუგებარი პრიცნიპით ირჩევა, რომელი სახლი უნდა გამაგრდეს და რომელი არა. მკაფიო კრიტერიუმები არ არის. ბიზნესისთვის რესტავრაცია მომგებიანი არ არის, რადგან ძალიან დიდი ხარჯია, მით უმეტეს, როცა საძირკვლების  და კომუნიკაციების პრობლემა არსებობს ისტორიულ ქალაქში. მომგებიანი არ არის: 2-სართულიანი დავანგრიო და 2-სართულიანი ავაშენო? ეს მოცემულობა გვაქვს. ამის გამო ჩვენ არ ვიყენებთ ისტორიული ქალაქის უზარმაზარ ეკონომიკურ რესურსს.

 ტურიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი წილი მოდის კულტურულ მემკვიდრეობაზე. გასტრონომიულ და ყველა სხვა დანარჩენზე, სექსტურიზმზე და ა.შ. უფრო მნიშვნელოვანი არის კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმი. ისტორიული მემკვიდრეობის ნახვის სურვილი არის ტურიზმის მამოძრავებლი მთელ მსოფლიოში. ჩვენთან სად დადიან ტურისტები, ვარკეთილში და საბურთალოზე არა, დადიან ისტორიული ქალაქის სანახავდ. უზარმაზარი ეკონომიკური რესურსია და პროცესი ქაოტურად მიდის. შეიძლება ისე გაკეთება, რომ არც ხალხს ენგრეოდეს სახლები და ინვესტორისთვისაც საინტერესო იყოს”, – ამბობს ელისაშვილი და საილუსტრაციო მოდელად ასახელებს ვერსიას, რომლის მიხედვითაც, ისტორიულ ქალაქში საძირკვლის, კომუნიკაციების გამოცვლისა და მოსახლეობის ქირის ფულს თავის თავზე მერია იღებს, ხოლო შენობის რესტავრაციის თანხას – ბიზნესი იმ დათქმით, რომ პირველ სართულზე შექმნილი ბიზნესიდან მიღებული თანხის 5-10 პროცენტი ამ ბიზნესს დარჩება 10 წლის განმავლობაში. მისივე თქმით, ისტორიული ქალაქის კაპილარული ქსელის მხოლოდ საფეხმავლო ქუჩებად გადაკეთების შემთხვევაში, შესაძლოა, იქ ერთბაშად ჩაიდოს 1 მილიარდი ლარი.

“ძველ თბილისში  მცხოვრები ხალხი გაჭირვებაში რომ ცხოვრობს და სახლი თავზე ენგრევა, მდიდრები უნდა იყვნენ, რადგან იქ გახსნილი მარკეტი, სასტურმო თუ სხვა ბიზნესი განწირულია კარგად მუშაობისთვის”, – აცხადებს ელისაშვილი

“ჩვენ ისტორიულ ქალაქზე სენტიმენტებით და ამოოხვრით კი არ უნდა ვსაუბრობდეთ მხოლოდ, რომ გადავარჩინოთ… მხოლოდ რამდენიმეა იმიტომ გადასარჩენი და მოსავლელი, რომ ჩვენი იდენტობის ნაწილია… ძველი თბილისი ელოდება ნორმალურ მიდგომას, რომ იქით გვარჩინოს თითოეული ჩვენგანი”, – აცხადებს ელისაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი