ახალი ამბები

პოროშენკო სააკაშვილზე: იმედია, ასეთივე ენთუზიაზმით შეეცდება საქართველოში გზის გაკაფვას

11 სექტემბერი, 2017 • 1905
პოროშენკო სააკაშვილზე: იმედია, ასეთივე ენთუზიაზმით შეეცდება საქართველოში გზის გაკაფვას

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, შეგენის სასაზღვრო პუნქტზე გუშინ მომხდარი ინციდენტი, “რომლის შედეგადაც მიხეილ სააკაშვილმა ძალისმიერი მეთოდით გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი”, მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით უნდა იყოს შეფასებული.

“ჩემი აზრით, ეს ინციდენტი პოლიტიკურ კომენტარებს არ საჭიროებს”, – განაცხადა პოროშენკომ.

“ჩემთვის სულერთია, ვინ დაარღვევს სახელმწიფო საზღვარს: ბოევიკები – აღმოსავლეთ [საზღვარზე], თუ პოლიტიკანები – დასავლეთში. უნდა არსებობდეს სრულიად მკაფიო და სამართლებრივი იურიდიული პასუხისმგებლობა”.

პოროშენკოს თქმით, “ანტიტერორისტული ოპერაციის” დროს სამართლადამცველები სწორად მოიქცნენ, როდესაც იარაღი არ გამოიყენეს, მიუხედავად იმისა, რომ ამის სრული უფლება ჰქონდათ.

 

“მე ვიმედოვნებ, რომ ეს ბატონი თავის დროზე ასეთივე ენთუზიაზმით შეეცდება საქართველოში გზის გაკაფვას, როგორც უკრაინაში მოხვედრას ცდილობდა”, – განაცხადა პოროშენკომ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი