ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი

ჯოზეფ სმიტი თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატად დარეგისტრირდა

საქართველოში მცხოვრები ბრიტანელი ჟურნალისტი ცესკომ თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატად დაარეგისტრირა. ამის თაობაზე ჟურნალისტმა ფეისბუკში პოსტი გამოაქვეყნა.

მანამდე ჯოზეფ სმიტი არ იყო დარწმუნებული, მისცემდა თუ არა ცესკო კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების უფლებას, რადგან იმისათვის, რომ პირი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა სურს, რეგისტრაციამდე საქართველოში 5 წელი უნდა ცხოვრობდეს, მას კი ამისთვის დაახლოებით ერთი თვე აკლდებოდა.

1 სექტემბერს სმიტმა თბილისის საკრებულოს წევრობის დამოუკიდებელ კანდიდატად რეგისტრაციისთვის 520 ხელმოწერა შეიტანა ცესკოში, კანონით დასარეგისტრირებლად მას 441 ხმა სჭირდებოდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი