ანონსი – 30 აგვისტო

11:30 საათზე, „შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი, თენგიზ შერგელაშვილი საგანგებო ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებას მნიშვნელოვან დოკუმენტებს წარუდგენს. თემა: პარკირების პრობლემა თბილისში. მიცკევიჩის #18, I სადარბაზო, I სართული.

12:00 –  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. მის.: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

15:30 – კინოსახლის განახლებულ დარბაზში, „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდება.
მის.: რუსთაველის გამზირი, ძმები კაკაბაძეების ქუჩა #2

19:00 – საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში თბილისის გოეთეს ინსტიტუტი ინსტიტუტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით,  თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) გაიხსნება ჯგუფური გამოფენა საზღვარი / Die Grenze“.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.