ახალი ამბები

თბილისის ერთ-ერთ საწარმოში ყავაში, სავარაუდოდ, მოხალულ ბარდას ურევდნენ

23 აგვისტო, 2017 • 1945
თბილისის ერთ-ერთ საწარმოში ყავაში, სავარაუდოდ, მოხალულ ბარდას ურევდნენ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ყავის გადამამუშავებელ საწარმო „კოფი გრუპს“ საწარმოო პროცესი შეუჩერა და 1000 ლარით დააჯარიმა.

სააგენტოს ცნობით, ინსპექტრირებისას  საწარმოში სხვადასხვა დასახელების ხსნად და ყავის მარცვლებთან ერთად აღმოჩნდა 235 კგ მოხალული ბარდა.

სააგენტოს ცნობით, საწარმოში ადგილზე ხდებოდა ბარდისა და ყავის მარცვლების მოხალვა მისი შემდგომი დაფქვის და სავარაუდოდ გადარევის მიზნით.

სააგენტოს ცნობით, ჩატარებული ინსპექტირებისას საწარმოში 11 არაკრიტიკული და 9 კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, რის გამოც ბიზნეოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

მასალების გადაბეჭდვის წესი