ხანძარი

აზერბაიჯანმა საქართველოში ხანძრის ჩასაქრობად კიდევ ერთი ვერტმფრენი გამოგზავნა

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ძლიერი ხანძრის ჩასაქრობად აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოში კიდევ ერთი ვერტმფრენი გამოგზავნა.

პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განკარგულებით, აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად დღეს, 21 აგვსტოს საქართველოს კიდევ ერთი ვერტმფრენით დაეხმარა, თუმცა ძლიერი ქარის გამო ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის მაქსიმალურად მოკლე ვადაში ლიკვიდაციის მიზნით, საგანგებო შტაბი შეიქმნა. შტაბის შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ადგილობრივი ხელისუფლების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის წარმომადგენლები.

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი