ახალი ამბები

გიორგი ჩოგოვაძე: ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას არ ვტოვებ

16 აგვისტო, 2017 • 3194
გიორგი ჩოგოვაძე: ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას არ ვტოვებ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე ამბობს, რომ ინფორმაცია მისი თანამდებობიდან მოხსნის შესახებ მცდარია.

ინფორმაცია მისი მოხსნის შესახებ გავრცელდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ GEM FEST-მა ფინანსურდ იზარალა.

“თანამდებობას არ ვტოვებ. ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს ტურიზმში გასაკეთებელი, ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ. დღევანდელი დღეც არაფრით გამორჩეული დღე არ იყო ტურიზმის ადმინისტრაციისთვის. ჩვენ ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას,”- განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჩოგოვაძის თქმითვე, GEM Fest-თან საქართველოში ტურიზმის განვითარების დაკავშირება სწორი არ არის:

“მით უმეტეს, როდესაც GEM FEST-ს გააჩნია თავისი პასუხისმგებელი პირები და ისინი უფრო დეტალურად მოგახსენებენ GEM FEST-თან დაკავშირებულ ყველანაირ სიტუაციას. რაც მთავარია, ამ გავრცელებულ ინფორმაციაs არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან,”- განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, დღეს GEM FEST -ის პროექტის წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე საუბარი ცოტა ნაადრევია და ეს შეფასების შემდეგ უნდა მოხდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი