ახალი ამბები

რა გახდა ავიარეისების დაგვიანების მიზეზი თბილისის აეროპორტში

10 აგვისტო, 2017 • 2042
რა გახდა ავიარეისების დაგვიანების მიზეზი თბილისის აეროპორტში

10 აგვისტოს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე რეისი დაგიანებით შესრულდა.

როგროც TAV Georgia-ს წარმომადგენელი, ამირან მამალაძე ამბობს, დაგვიანების მიზეზი სარეგისტრაციო პროგრამის გაუმართაობა გახდა, რის გამოც, აეროპორტის თანამშრომლებს მგზავრთა რეგისტრაცია ხელით მოუხდათ, რასაც დიდი დრო დასჭირდა.

ხარვეზი შუაღამისას, დაახლოებით, 2 საათზე დაფიქსირდა. ღამის 12-დან დილის 9 საათამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 22 რეისი უნდა შესრულებულიყო, რომელთაგან 8-ს დააგვიანდა. დაგვიანებულ რეისებს შორის იყო კიევის, ვარშავის , ანტალიის, დუბაისს, შარჟასა და სტამბულის მიმართულებით.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პრობლემის აღმოფხვრაზე დილიდან სპეციალურად გამოყოფილი ჯგუფი მუშაობდა, გახსნილი იყო დამატებითი ტერმინალი. აღსანიშნავია, რომ ტრანზიტულ მგზავრებს, რომლებსაც გადაჯდომა უწევდათ და ხარვეზის გამო დააგვიანდებათ, ავიაკომპანია უფასოდ შეუცვლის ბილეთს.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, გვიან ღამით გარკვეული ხარვეზები შეექმნა საერთაშორისო სისტემა SITA-ს, რომელიც ახდენს როგორც მგზავრების ფიზიკურ, ისე ონლაინრეგისტრაციას.

გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განმარტა, რომ პრობლემა მხოლოდ თბილისის აეროპორტში არ შექმნილა, ის უფრო გლობალურია და შესაბამის უწყებებს მუდმივი კავშირი აქვთ SITA-ს სათავო ოფისთან, რათა ხარვეზი უმოკლეს დროში აღმოიფხვრას.

„სამწუხაროდ, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ონლაინრეგისტრაციის არარსებობის გამო, ყველა მგზავრი ფიზიკურად უნდა დარეგისტრირდეს, რის გამოც იქმნება რიგები. რეისების შეფერხების საშუალო დრო 15-20 წუთია“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი