ათასწლოვანი ხეები მსოფლიოში

ხეების არსებობა დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანები ნელ-ნელა მიდიან იქამდე, რომ ხეებს სჭირდებათ მოფრთხილება და მოვლა. ალბათ სწორედ ამ მიზნით იკვლევენ მეცნიერები ასწლოვანი და ათასწლოვანი ხეების ისტორიებს.

Old Tjikko – შვედეთი

ფოტო: Wikipedia

ფოტო: Wikipedia

მსოფლიოში ყველაზე ძველი ნორვეგიული ნაძვის ხე გამყინვარების პერიოდიდან მოდის და ის დაახლოებით 9 550 წლისაა. ხის სიმაღლე ხუთ მეტრამდეა და ის გეოლოგმა, ლიფ კულმანმა აღმოაჩინა და დაარქვა თავისი გარდაცვლილი ძაღლის სახელი.

Methuselah- კალიფორნია

ფოტო: theextremehorticulturist.wordpress.com

ფოტო: theextremehorticulturist.wordpress.com

Methuselah-ი ერთ-ერთი ყველაზე ძველი ფიჭვის ხეა ამერიკაში, კალიფორნიის აღმოსავლეთ ნაწილში. მისი ასაკი, 2012 წლის მონაცემებით, 5000 წელს აღწევს.

 Llangernyw – ჩრდილოეთ უელსი

ფოტო: mentalfloss.com

ფოტო: mentalfloss.com

Llangernyw, ურთხელი, რომელიც დაახლოებით 4 000 წლისაა, „ბრიტანეთის 50 უდიდეს ხეების“ სიაში 2002 წელს შეიყვანეს. ეს ხე ზუსტად მაშინ არის ჩრდილოეთ უელსში დარგული, როცა ეგვიპტელები პირამიდებს აგებდნენ.

 Zoroastrian Sarv – ირანი

ფოტო: Pinrterest.com

ფოტო: Pinrterest.com

მსოფლიოში ნომერი მეოთხე  წლოვანებით ხე ირანში მდებარეობს და ქვეყნის ნაციონალურ სიამაყეს წარმოადგენს, 4 000 წლის კვიპაროსი იმ დროსაც არსებობდა, როცა ადამიანები ბორბლის გამოგონებას ცდილობდენ.

 Fitzroya Cupressoides – ჩილე

ფოტო: Galen Rowell/CORBIS

ფოტო: Galen Rowell/CORBIS

მიიჩნევა, რომ  ეს კვიპაროსი ჩილეში, ანდების მთებში, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ხეა სამყაროში. გეოლოგები ცდილობენ აქტიურად დაიცვან თავიანთი მოსაზრება ხის წლოვანებასთან დაკავშირებით, ნავარაუდევია რომ ხე 3 600 წლის წინანდელია.

 ასი ცხენის ხე – სიცილია

ფოტო: Pinterest.com

ფოტო: Pinterest.com

„ასი ცხენის ხე“ არის ერთ-ერთი უზარმაზარი წაბლის ხე მსოფლიოში, რომელიც მდებარეობს სიცილიაში, ეტნას ვულკანთან. მის წლოვანებაზე ბევრს ფიქრობენ და ვარაუდობენ, რომ ხე 2000-დან 4000 წლამდე ითვლის. ხის სახელი ლეგენდიდან მომდინარეობს, ლეგენდის თანახმად ხე იცავდა 100 რაინდს და მათ ცხენებს ჭექა-ქუხილის დროს. ლეგენდა სინამდვილესთან ახლოსაა, რადგან მთლიანი ხე ტერიტორიის 56 მეტრს იკავებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი