ახალი საქართველო

ქალისა და კაცისთვის საპენსიო ასაკის გასათანაბრებლად საკონსტიტუციოს მიმართავენ

პოლიტიკური პლატფრომა ‘ახალი საქართველოს’ წევრები აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ, რათა საპენსიო ასაკი ქალებისა და კაცებისთვის 60 წელი იყოს.

სქესის ნიშნით დისკრიმინაციაა როცა კაცები პენსიას 65 წლის ასაკიდან იღებენ, ქალები კი 60 წლის ასაკიდან’, – აცხადებენ პარტიაში.

ახალ საქართველოში აცხადებენ, რომ ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავენ.

მათი განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ყველა ადამიანი თანასწორია და საქართველოს კანონში სახელმწიფო პენსიის შესახებ მეორე თავის მეხუთე მუხლის პირველი პუნქტი არის ანტიკონსტიტუციური.

“ახალი საქართველოს” ქალთა ორგანიზაცია აცხადებს, რომ ინიციატივით შეგროვდება 30 000 ხელმოწერა საკანონმდებლო ინიციატივის დასარეგისტრირებლად საქართველოს პარლამენტში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com