ახალი ამბები

ანონსი – 4 აგვისტო

4 აგვისტო, 2017 • 1377
ანონსი – 4 აგვისტო

წარმოგიდგენთ 4 აგვისტოს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:


 

10:00 საყდრისის კომიტეტის წევრები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, სადაც  ფიტარეთში გამგზავრებამდე გაკეთდება განცხადებები. ფიტარეთში ისინი გამაფრთხილებელი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. მათი განცხადებით, კომპანია “არემჯი გოლდმა” 13– ე საუკუნის   ფიტარეთის სამონასტრო  კომპლექსის  მახლობლად  ე.წ. საცდელი აფეთქება განახორციელა, რაც მაქსიმალური მუხტითა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გვერდის ავლით მოხდა.


 

12:00 პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში, ადამიანის უფლებათა ცენტრი პრესკონფერენციას გამართავს. პრესკონფერენციის თემა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსჯავრდებული  აცხადებს, რომ მას ციხეში მოკვლით ემუქრებიან.


 

12:00  “შენების მოძრაობა” თბილისის საარჩევნო გუნდს და მერობის კანდიდატს წარადგენს. მის.: აღმაშენებლის გამზირი, ჯანსუღ კახიძის სახელობის სკვერი (რკინიგზელთა სახლის №127ა, გვერდით).


 

18:00 ფრონტლაინ კლუბში “ინდიგოს” ინტერაქტიული, მულტიმედიური პროექტის “საპატრიარქოს კაპიტალის” პრეზენტაცია გაიმართება. პროექტის ავტორები ისაუბრებენ კვლევის შედეგად გამოკვეთილ ტენდენციებზე და მიგნებებზე, ასევე მოპოვებული მონაცემების დამუშავებასა და ვიზუალიზაციაზე. მისამართი: ლადო ასათიანის 62

მასალების გადაბეჭდვის წესი