სოფლები, რომელთა გაზიფიცირებაც დაიწყება

საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, 17 მუნიციპალიტეტის 55 სოფლის გაზიფიცირება მოხდება, 19-ში კი გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები ჩატარდება.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბუნებრივი აირით სარგებლობას ამ სოფლებში მცხოვრები 17,833 ოჯახი შეძლებს, რისთვისაც ქვეყნის ბიუჯეტიდან 27 მილიონი ლარი გამოიყოფა. სოფლების გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო/სამშენებლო სამუშაოებს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ განახორციელებს.

იმისათვის, რომ იხილოთ სოფლების ჩამონათვალი, დააკლიკეთ შესაბამის მუნიციპალიტეტს:

დისველის, ტანძიას, აკაურთას, ძეძვნარიანის, ფოცხვერიანის,იწრიას მამხუტის, ქვემო და ზემო არქევანის, ხატავეთის და გეტას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება დაიწყება
დაიწყება სოფლების: ქვახვრელის, სკრას და უფლისციხის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება, სოფელი ახალხიზას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ასევე, სოფელი ხიდისთავის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების შესრულება
დაიწყება ზედა გორას და ზედა ბზვანის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულება
დაიწყება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი ალავერდის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება
სოფელი შამგონას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები შესრულდება
ფშაველის, ლალისყურის და ლაფანყურის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები შესრულდება
 დავითიანის, შეერთებას, ქვემო გურგენიანის, ზემო გურგენიანის,
ზემო ხიზას და ხიზაბავრას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები შესრულდება
თელიანის და დოესის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები შესრულდება, ხოლო სოფლების: გარიყულას, სასირეთის და თელათგორის დაჩების გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესრულდება
ლესას და ქვემო და ზემო ჩიბათის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები შესრულდება
 მუხათგვერდის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები შესრულდება;  
სოფელი უჯარმას გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები შესრულდება
 სოფელი ბუკისციხეს გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები შესრულდება 
პატარა ფლევის, ნაცარგორას, დიდი ფლევის, ტკოცას, ზემო ბროლოსანის, ქვემო ბროლოსანის, კლდისწყაროს, წეღვერის, ტიტვინისწყაროს, ზემო აძვისის, ნაბახტევის, მცხეთიჯვარის, უწლევის, ალის, ბრილის, ქინძათის, ახალუბანის, დუმაცხოვის და კლდისწყაროს გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები შესრულდება 
სოფელი პატარა დმანისის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები შესრულდება 
სოფელი ასკანას გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები შესრულდება 
 სოფლების: შუა ნოსირის, თეკლათის, საგვარამიოს, ახალსოფელის და ნოსირის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები შესრულდება, ასევე, სოფლების: გეჯეთის, ძველი სენაკის, ზედა სორტას და ქვედა სორტას გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები შესრულდება;

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.