ნეიმარი დღეს კლუბის ვარჯიშზე მივიდა, მაგრამ მწვრთნელის ნებართვით ბაზა ვარჯიშის გარეშე დატოვა ფოტო: 02.08.17.  EPA/QUIQUE GARCIA

ნეიმარი ბარსელონას დაემშვიდობა

BBC სპორტის ინფორმაციით, 25 წლის ბრაზილიელ თვდამსხმელს ნეიმარ ჯუნიორს კლუბ ბარსელონას შემადგენლობაში თამაში აღარ სურს.

როგორც გამოცემა წერს, ნეიმარმა დღეს მოინახულა თავისი კლუბი და მწვრთნელისაგან მიიღო უფლება, რომ არ ევარჯიშა და “ეფიქრა თავის მომავალზე”. გავრცელებული ინფორმაციით, ის გუნდის წევრებს დაემშვიდობა. ფეხბურთელს კლუბის დატოვება და ფრანგულ გუნდთან PSG-სთან ერთად სურს კარიერის გაგრძელება.

ფრანგული კლუბი მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ ბარსელონას 222 მლნ. ევრო გაუდაუხადოს. ამის შემდეგ ის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იქნება.

“ლა ლიგის” პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ PSG ჩაერია საფეხბურთო ლიგის “სამართლიანი ფინანსური თამაშის წესებში” და ამას გაასაჩივრებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი