ახალი ამბები

ელისაშვილის თქმით, NDI-ის კვლევაში მოცემული სურათი მისთვის კარგ წინაპირობას ქმნის

27 ივლისი, 2017 • 1669
ელისაშვილის თქმით, NDI-ის კვლევაში მოცემული სურათი მისთვის კარგ წინაპირობას ქმნის

“თუ ვინმემ ყურადღებით წაიკითხა ეს კვლევა, იქ აღმოაჩენდა, რომ კრიტიკული და ოპოზიციური ხმები თბილისში ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე სახელისუფლებო. ეს ჩემთვის კარგ წინაპირობას ქმნის, რომ ვიბრძოლო გამარჯვებისთვის”, – ასე ეხმაურება თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი NDI-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ რეიტინგებს.

“ეს კვლევაც ადასტურებს და ალბათ ყველა გრძნობს, რომ მეორე ტური გარდაუვალია თბილისში. შესაბამისად, მე ვიბრძვი და ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის”.

ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? – NDI-ის გამოკითხვის მიხედვით მთლიანი მოსახლეობიდან ხმების 30%-ს კახა კალაძე მიიღებდა, 19%-ს – ალეკო ელისაშვილი, 18%-ს ზაალ უდუმაშვილი, ხოლო ელენე ხოშტარია – 5%-ს.

Screen Shot 2017-07-27 at 11.13.22 AM

რაც შეეხება ხმების პროცენტულ გადანაწილებას უშუალოდ იმ ადამიანებში, ვინც ამბობს, რომ არჩევნებში სავარაუდოდ მონაწილეობას მიიღებს, შედეგი ასეთია.

Screen Shot 2017-07-27 at 11.13.31 AM

კვლევის მიხედვით, თბილისში არჩევნები ხვალ რომ ტარდებოდეს, გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური გახდებოდა საჭირო. ოპოზიციის კანდიდატებს ერთად აღებულს მმართველის წარმომადგენელზე მეტი რეიტინგი აქვთ.

ცხრილში იასამნისფერად მონიშნულია მეორე არჩევანი. ანუ ადამიანებს, რომლებსაც ჰყავთ ფავორიტი, ჰკითხეს, რომ არა მათი კანდიდატი, მეორე არჩევანის სახით ვის დაუჭერდნენ მხარს.

კვლევა CRRC-იმ ჩაატარა NDI-ის დაკვეთით. მას ბრიტანეთის საელჩო აფინანსებს. CRRC კვლევის შესახებ ამ ინფორმაციას ავრცელებს.

Screen Shot 2017-07-27 at 11.19.17 AM

მასალების გადაბეჭდვის წესი