ახალი ამბები

‘რუსთავი 2’-ზე ‘ბიზნესკურიერი’ დაიხურა

22 ივლისი, 2017 • 4021
‘რუსთავი 2’-ზე ‘ბიზნესკურიერი’ დაიხურა

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ზე გადაცემა “ბიზნესკურიერი” დაიხურა, გადაცემის ავტორი და წამყვანი აკაკი გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ახალი სეზონიდან საღამოს ეთერში ახალ გადაცემას მოამზადებს.

მიზეზი, რის გამოც გადაცემა დაიხურა, ისაა, რომ ტელეკომპანიას “პრაიმტაიმში” (საუკეთესო სატელევიზიო დროს) სჭირდება გაძლიერება, ხოლო ორი გადაცემის არსებობის ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

“გადავდივართ პრაიმში. აქ გვჭირდება, პრაიმში, კარგი გადაცემა”, – განუცხადა ნეტგაზეთს ჟურნალისტმა.

გოგიჩაიშვილის თქმით, მომავალი გადაცემა ისევ ეკონომიკასა და მასზე ზეგვალენის მომხდენ პრობლემურ საკითხებზე იქნება კონცენტრირებული. თუმცა, ბიზნესკურიერისგან განსხვავებით, რამდენიმე საკითხის მაგივრად გააშუქებენ 1 ან 2 საკითხს და უფრო სიღრმისეულად.

გოგიჩაიშვილის თქმით, ახალი გადაცემის წამყვანი თვითონ იქნება და კვირაში ერთხელ გავა. ჟურნალისტის თქმით, ამჟამად მუშაობენ გადაცემაზე და სხვა დეტალები მოგვიანებით დაზუსტდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი