ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ამ სამინისტროში ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს აღარ იღებენ

13 აპრილი, 2013 • • 1017
ღარიბაშვილი: ამ სამინისტროში ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს აღარ იღებენ

კონკურსის შედეგად ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო ნამუშევრები ორ ნომინაციაში: საუკეთესო შენობა პოლიციისათვის მსხვილ ქალაქში ( თბილისი, საბურთალოს რ–ნი, გაგარინის მოედანი) გამარჯვებული გახდა შპს “დემარკი”,  საუკეთესო შენობა მუნიციპალურ ცენტრში ( ბორჯომი) გაიმარჯვა ლაშა ბარბლიშვილმა. 

 

“ეს იყო ობიექტური გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის პრეცედენტი და ახალი მიდგომა საკითხებისადმი, რომ აღარ ხდება ქვეყანაში და ამ სამინისტროში ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ დავეკითხეთ აზრი პროფესიონალებს. ჩვენ მათ მოვუსმინეთ და მათ მიიღეს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, ასეთი მიდგომა იქნება სასარგებლო ზოგადად ქვეყნისთვის “– განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც გამარჯვებულთა გამოვლენის ცერემონიას ესწრებოდა. 

 

 ჟიური 5 პროფესიონალი არქიტექტორისგან და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი წარმომადგენლისგან შედგებოდა.

 

კონკურსი პოლიციის შენობის საუკეთესო ესკიზურ პროექტზე 22 მარტს გამოცხადდა.   კონკურსი ჩატარდა ანონიმურად. ჟიურის განხილვაზე სულ 51 ნამუშევარი შემოვიდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს   5 000 ლარის ოდენობით ფულადი პრემიით დააჯილდოვებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი