ახალი ამბები

პატრიარქმა და პრემიერმა სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი [ფოტო]

15 ივლისი, 2017 • 3222
პატრიარქმა და პრემიერმა სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი [ფოტო]

დღეს, 15 ივლისს, სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობის საძირკველის პატრიარქმა აკურთხა. ცერემონიას გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სამონასტრო კომპლექსი იქნება როგორც საეკლესიო-სასულიერო, ისე – საგანმანათლებლო და კულტურული კერა.

ბანას ტაძარი ისტორიული ტაო კლარჯეთის ტერიტორიაზე მეშვიდე საუკუნეში მდინარე ბანას ნაპირას აშენდა, მეცხრე საუკუნეში კი ბანას საეპისკოპოსო დაარსდა.

“დღევანდელი დღე ასევე გახლავთ ერთ-ერთი იმ მნიშვნელოვან გვირგვინთაგანი, რომლითაც აღინიშნება ჩვენი პატრიარქის მოღვაწეობა. მას წელს უსრულდება აღსაყდრების 40 წლის და დაბადებიდან 85 წლისთავი; წელს ასევე ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავს,” – განაცხადა პრემიერმა.

 

გიორგი კვირიკაშვილი და ილია II საძირკველს უყრიან სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობას. ფოტო: პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია გიორგი კვირიკაშვილი და ილია II საძირკველს უყრიან სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობას. ფოტო: პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია გიორგი კვირიკაშვილი და ილია II საძირკველს უყრიან სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობას. ფოტო: პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია გიორგი კვირიკაშვილი და ილია II საძირკველს უყრიან სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობას. ფოტო: პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია გიორგი კვირიკაშვილი და ილია II საძირკველს უყრიან სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ახალი ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობას. ფოტო: პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი