ახალი ამბები

გარდაიცვალა მარიამ მირზახანი – პირველი ქალი, ვინც ფილდსის მედალი მიიღო

15 ივლისი, 2017 • 10350
გარდაიცვალა მარიამ მირზახანი – პირველი ქალი, ვინც ფილდსის მედალი მიიღო

მარიამ მირზახანი – პირველი ქალი, ვინც მათემატიკაში ფილდსის მედალი მიიღო, 40 წლის ასაკში აშშ-ში გარდაიცვალა.

BBC-ის ცნობით, მარიამ მირზახანს მკერდის კიბო ჰქონდა.

მირზახანმა პრესტიჟული ჯილდო, რომელსაც “მათემატიკოსების ნობელს” უწოდებენ, 2014 წელს მიიღო, როდესაც 37 წლის იყო. მას ჯილდო მათემატიკის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული აღმოჩენისათვის მისცეს. კონკრეტულად კი – რიმანის ზედაპირის  მოდულარული სივრცეების დინამიკასა და გეომეტრში შეტანილი წვლილისთვის.

აღნიშნული მედალი პირველად 1936 წელს გაიცა და მას შემდეგ სულ 55 მფლობელი გამოვლინდა. ამ ჯილდოთი მსოფლიო მათემატიკოსთა კავშირი 40-წლამდე ნიჭიერ ახალგაზრდებს ოთხ წელიწადში ერთხელ აჯილდოვებს.  ჯილდოს არსებობის 80 წლის მანძილზე, მისი მოპოვება ქალმა პირველად 2014 წელს შეძლო.

მარიამ მირზახანი ირანში დაიბადა და აღიზარდა. დოქტორის ხარისხი 2004 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში მიენიჭა.  იგი გარდაცვალებამდე სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი იყო.

მერიემ მირზახანი. სტენფორდის უნივერსიტეტის ფოტო.

მასალების გადაბეჭდვის წესი