ახალი ამბები

დედოფლისწყაროში ახალშობილის ცხედარი იპოვეს

14 ივლისი, 2017 • 2679
დედოფლისწყაროში ახალშობილის ცხედარი იპოვეს

13 ივლისს დედოფლისწყაროში ახალშობილის ცხედარი იპოვეს, პოლიცია კი საქმეს დედის მიერ შვილის განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

როგორც შსს–ში განგვიცხადეს, ცნობილია დედის ვინაობა და მთელი რიგი გარემოებები, თუ რა და როგორ მოხდა.

“ახალშობილის გარდაცვალებასთან დაკავშკირებით პოლიციაში შეტყობინება გუშინ, გვიან ღამით შემოვიდა. გამოძება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112–ე მუხლით, რაც გულისხმობს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას. რა თქმა უნდა, დედის ვინაობა ცნობილია, ასევე, როგორ და რანაირად მოხდა ყველაფერი, მაგრამ სიმართლე რომ დადგინდეს, ამისთვის მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი,” – გვიპასუხეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

დაკავებულია თუ არა ამ დროისთვის ახალშობილის დედა, შსს–ში გვიპასუხეს, რომ ამისათვის ჯერ მთელი რიგი პროცედურებია ჩასატარებელი: “გამოძიების მიმდინარეობისას რა გამოიკვეთება, იმის მიხედვით იმოქმედებს პოლიცია კანონის ფარგლებში.”

მასალების გადაბეჭდვის წესი