ახალი ამბები

კობახიძე: “პატრიოტების” მოსკოვში ვიზიტი პარტიულია და პარლამენტთან კავშირი არ აქვს

11 ივლისი, 2017 • 2098
კობახიძე: “პატრიოტების” მოსკოვში ვიზიტი პარტიულია და პარლამენტთან კავშირი არ აქვს

საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი და საპარლამენტო უმრავლესობა თავიდან ბოლომდე ემიჯნება „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატების მოსკოვში ვიზიტს. მისი თქმით, ეს არის პარტიული ვიზიტი, რომელსაც პარლამენტთან ვერანაირი კავშირი ვერ ექნება.

„ეს არის პარტიული ვიზიტი. ბუნებრივია, ამ ვიზიტს ვერანაირი კავშირი ვერ ექნება პარლამენტთან და ეს ვიზიტი არის წინააღმდეგობაში მმართველი გუნდის მიერ და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გაცხადებულ ხაზთან. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ, თავიდან ბოლომდე ვემიჯნებით ამ ვიზიტს. ეს არის პარტიული ვიზიტი. ნებისმიერ პარტიას შეუძლია თვითონ დაგეგმოს თავისი ვიზიტები. პარლამენტთან ამას ვერანაირი კავშირი ვერ ექნება. რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, ბუნებრივია, ჩვენ ასეთ ვიზიტებს ვემიჯნებით,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატები- ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე და გიორგი ლომია, მოსკოვში დუმის დეპუტატებთან გამართავენ შეხვედრებს. პარტიის პოლიტიკური მდივანი გოჩა თევდორაძე ამბობს, რომ საუბრის თემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი