ახალი ამბები

ალასანია სოჭის ოლიმპიადის მიმდინარეობისას ტერორისტული აქტების საფრთხეზე საუბრობს

2 აპრილი, 2013 • 949
ალასანია სოჭის ოლიმპიადის მიმდინარეობისას ტერორისტული აქტების საფრთხეზე საუბრობს

“წარსული გამოცდილება გვეუბნება, რომ როგორც კი ჩრდილოეთ კავკასიაში იძაბებოდა ვითარება, ეს ეხებოდა ტერორისტულ აქტებს, ეს ეხებოდა საომარ მოქმედებებს, ჩეჩნეთში თუ დაღესტანში ოპერაციებს, საქართველოზე რეზონანსულად ეს კონფლიქტი მუდმივად გადმოდიოდა. მე პირადად მახსოვს, როდესაც ვხელმძღვანელობდი ანტიტერორისტულ ოპერაციას პანკისში ნებისმიერ გადაადგილებაში, ჩვენი ოპონენტების და მოწინააღმდეგეები ეძებდნენ ქართულ კვალს”, – განაცხადა ალასანიამ. მისი თქმით, რაიმე კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა გამოცდილება აჩვენებს, რომ ისეთი ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ჩატარებისას, როგორიც ოლიმპიადაა, ტერორისტული აქტების საშიშროება დიდია:


“როდესაც ასეთი დიდი, ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ტარდება, ოლიმპიადა იქნება, ჩემპიონატი თუ ნებისმიერი სხვა, ტერორისტები, ტერორისტული გაერთიანებები, ბუნებრივია, გეგმავენ ასეთ მასიურ აქტებს და უკავშირებენ ასეთ ფართომასშტაბიან ღონისძიებებს, ეს არის ლოგიკური. აქედან გამომდინარე, ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე და ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, ვფიქრობთ, როგორ უნდა მოვახდინოთ პრევენცია იმისი, რომ საქართველო არ გახდეს ჩვენი რუსი ოპონენტების მხრიდან სამიზნე ამ ტიპის ბრალის. ჩვენ ვიწყებთ კონსულტაციებს რეგიონებთან, რომ ოლიმპიადის ჩატარების მომენტში გვქონდეს აქტიური ინფორმაციული გაცვლა კონტრტერორისტულ საფრთხეებზე ინფორმაციის.  მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ არანაირი კონკრეტული ინფორმაცია საქართველოს არ გააჩნია ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ალასანიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი