სურკოვმა აფხაზეთში კვლავ ისაუბრა უძრავი ქონების ბაზრის გახსნის საჭიროებაზე

“ვიცით, რომ უძრავი ქონების ბაზარი საკმაოდ მწვავედ არის შეზღუდული [აფხაზეთში]. თუკი ეს ბარიერი ჭკვიანურად იქნება მოხსნილი აფხაზეთის სუვერენიტეტისთვის რისკების გარეშე, ესეც წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა”, – განაცხადა სოხუმში ვიზიტის დროს მედიასთან საუბარში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადისლავ სურკოვმა აფხაზეთში ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით.

სურკოვის თქმით, არსებული შეზღუდვები და განუვითარებელი ინფრასქტეუქტურა აფხაზეთში საინვესტიციო ბუმს ვერ შექმნის.

აფხაზეთში უცხო ქვეყნის მოქალაქე ინვესტორებისთვის უძრავი ქონების ბაზარზე დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით სურკოვთან ერთად დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამაც ისაუბრა:

“რუსი ინვესტორების გარდა, ჩვენთან უცხოელი ინვესტორებიც მოდიან. საჭიროა, ყველასთვის შევქმნათ გარკვეული პირობები- ჩვენი მეგობრებისთვის რუსეთიდან და მათთვისაც, ვინც დამატებით პირობებს ქმნის ჩვენი ეკონომიკის ზრდისთვის”.

ვლადიმერ პუტინის მრჩეველი ვლადისლავ სურკოვი სოხუმში ოფიციალური ვიზიტის დროს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შეხვდა. ოფიციალური ცნობით, სურკოვის ვიზიტის ძირითადი მიზანი აფხაზეთში რუსეთის ფულით საინვესტიციო პროგრამის განხორციელების შეფასება იყო. 

ამავე თემაზე:
უძრავი ქონების ფასი აფხაზეთში და უცხოელების შიში – რეპორტაჟი სოხუმიდან
აფხაზეთის უძრავი ქონება, როგორც ბრძოლის საბაბი
Surkovleaks: კრემლის მხილება აფხაზეთში
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი