ახალი ამბები

ძლიერმა წვიმამ ისანი-სამგორის ტერიტორია დატბორა

29 ივნისი, 2017 • 1805
ძლიერმა წვიმამ ისანი-სამგორის ტერიტორია დატბორა

დღეს, 29 ივნისს, საღამოს, ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში ისანი-სამგორის ტერიტორია დაიტბორა – ამის შესახებ ნეტგაზეთს შსს-ს საგანგებო სიტუაციების სააგენტოში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, წვიმის შედეგად ადამიანები არ დაშავებულან.

“უხვმა ნალექმა დატბორა ისნისა და სამგორის ტერიტორია. ძირითადად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები და სარდაფები, შეტყობინებები შემოდიოდა, რაზეც ოპერატიულ რეაგირებას ვახდენდით, წყლის ამოტიმბვის სამუშაოებში ყველა სამაშველო ჯგუფი ჩაერთო. ამ დროისთვის სტაბილური ვითარებაა, წყლის ამოტუმბვის სამუშაოები თითქმის დასრულებულია,”- განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი