CC

დის მიმართ ძალადობისთვის ბრალდებულს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ დის მიმართ  ფიზიკური ძალადობის ფაქტზე რ..  დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1261ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქმის მასალების მიხედვით, 2017 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 21:40 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რ.კ, სამტრედიის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, განაწყენების ნიადაგზე სცემა დას, რითაც ამ უკანასკნელმა მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

სამართალდამცველებმა რ.კ. 2017 წლის 23 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 1261ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა.

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ რ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი