ახალი ამბები

მე-12 კლასელების 15%-მა მათემატიკის გამოცდაში ბარიერი ვერ გადალახა

24 მაისი, 2017 • 5040
მე-12 კლასელების 15%-მა მათემატიკის გამოცდაში ბარიერი ვერ გადალახა

დღეს მე-12 კლასის მოსწავლეთა გამოსაშვები გამოცდები დასრულდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მე-12 კლასის მოსწავლეების 15%-მა მათემატიკის გამოცდა ვერ ჩააბარა. დაახლოებით ამდენივე ჩაიჭრა უცხოური ენების გამოცდაშიც, რომელშიც ბარიერი გადალახა მოსწავლეთა დაახლოებით 85%-მა.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ჩააბარა მოსწავლეთა 97%-ზე მეტმა. ისტორიაში მინიმალური ზღვარი გადალახა მოსწავლეთა დაახლოებით 95%-მა.

ზუსტ სტატისტიკურ მონაცემებს NAEC მოგვიანებით გამოქვეყნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი