ახალი ამბები

უსუფაშვილი: პრეზიდენტთან საუბრისას გაჩნდა უფრო გლობალური პრობლემის მოგვარების მზაობა

15 თებერვალი, 2013 • • 989
უსუფაშვილი: პრეზიდენტთან საუბრისას გაჩნდა უფრო გლობალური პრობლემის მოგვარების მზაობა

“ამ წუთებში მიმდინარეობს საუბრები იმაზე, ხომ არ შევიყვანოთ ძალაში კონსტიტუციის ის ცვლილებები, რომელიც 2010 წელს

დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
დავით უსუფაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

“ნაციონალურმა მოძრაობამ” შეიმუშავა, მაგრამ ეს ცვლილებები ელოდება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს და მას შემდეგ შედის ძალაში. ამ ცვლილებების მიხედვით მნიშვნელოვნად მცირდება პრეზიდენტის უფლებამოსილება, იზრდება პრემიერ–მინისტრის და ბალანსდება პარლამენტს, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ურთიერთობები”, –განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

მისივე თქმით, ამ საკონსტიტუციო ცვლილების ნაადრევად ნაწილობრივ, ან სრულად ამოქმედება, ხარვეზების მიუხედავად, ძალიან ბევრ პრობლემას მოაგვარებდა, რომელიც ახლა არსებობს.

 

როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა “ნაციონალურ მოძრაობას” ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერ–დეკემბერში შესთავაზეს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა, თუმცა, მაშინ მათგან უარი მიიღეს, ახლა კი სწორედ ყოფილი მმართველი გუნდისგან წამოვიდა აღნიშნული ინიციატივა.

 

“გაჩნდა მზაობა უფრო კომპლექსური და გლობალური პრობლემების მოგვარების, ჩვენ ვთქვით, რომ ეს საინტერესო იდეაა”, – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

აღნიშნულ მოლაპარაკებებზე ისაუბრა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თურქეთში, ანკარაში ოფიციალური ვიზიტისას. პრემიერმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში გამოიკვეთა “სააკაშვილის კარგი ინიციატივა”, რაც გულისხმობს 2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილების ნაადრევად ამოქმედებას, შესაბამისად, მნიშვნელოვნად სუსტდება პრეზიდენტის ძალაუფლება.

 

“ეს ინიციატივა პრეზიდენტმა აიღო და მოლაპარაკებები გრძელდება, თუ მე საჭირო გავხდები, რა თქმა უნდა, მეც ჩავერთვები”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი