აუტიზმის მქონე ბავშვების აქცია მერიასთან. 20.03.2017. ფოტო: ელენე ხაჭაპურიძე/ნეტგაზეთი

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები 18 მაისს აქციას გამართავენ

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები რეაბილიტაციის ქვეპროგრამაში დაგეგმილი ცვლილებების გამო ხვალ, 18 მაისს თბილისის მერიასთან აქციას გამართავენ.

პროტესტის საგანი 17 მაისს თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება გახდა, რომლის თანახმადაც, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის ქვეპროგრამაში ცვლილები იგეგმება.

ცვლილებების თანახმად, ქვეპროგრამაში ჩართული 7 წლის ზემოთ ბავშვებისათვის ყოველთვიური პროგრამული საათები 20-დან 15 საათამდე შემცირდება, შესაბამისად, ყოველთვიურად გამოყოფილი 420 ლარის ნაცვლად, ბავშვები 315 ლარს მიიღებენ.

აღნიშნული სახით ცვლილებების განხორციელებაზე თბილისის მერიას კონსულტაციები მშობლებთან არ გაუვლიათ. ცვლილებები ჯერჯერობით ძალაში არ შესულა, ის თბილისის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

აუტიზმის სპექტრის მქონე თბილისში რეგისტრირებული ბავშვებისთვის რეაბილიტაციის ქვეპროგრამა 2015 წლის ივლისში დაიწყო. თბილისის მერიის ცნობით, ამ ეტაპზე კომპლექსური თერაპიის სეანსები 626 ბავშვს უფინანსდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com